|
2023-10-20 09:09:40, 573 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - რუსული გადაწყვეტილება იყო, როდესაც ზურაბიშვილი მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვიზიტის დროს, თვითმფრინავში თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსული გადაწყვეტილება და ქცევა იყო ის, რაც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მოხდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი და პირდაპირ ვიზიტის დროს, თვითმფრინავში გაათავისუფლა თანამდებობიდან მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. აი, ეს არის რუსული მართვა. ჩვენთან ეს მოხდა დემოკრატიული კულტურის შესაბამისად,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტის მიმართვას პარლამენტში, სადაც მან გააჟღერა, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერებს უფრო მოწიწებით ექცეოდნენ ვიდრე მას, თალაკვაძემ უპასუხა, რომ "არავის სჯერა, რომ რუსეთის დავალებით მოხდა დასავლური სტანდარტებით იმპიჩმენტის ინიციირება". „ვის სჯერა იმის, რომ ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს დავალებას, რომ დაიცვას კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოში ცივილიზებულად, როგორც ეს ხდება დასავლურ დემოკრატიებში. აშშ-ში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში: იტალიაში, ჩეხეთში, ლიეტუვაში და კიდევ არაერთ ქვეყანაში იყო იმპიჩმენტი ინიციირებული და სასამართლომ და პარლამენტმა ეს საკითხი განიხილეს. ვინმეს სჯერა მაგ ბოდვის, რომ რუსეთმა დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დასავლური სტანდარტებით გააკეთე ინიციირება იმპიჩმენტის? ჩვენთან ეს მოხდა დემოკრატიული კულტურის შესაბამისად. საკითხი განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენ არ ვეთანხმებით და კრიტიკული მოსაზრება გვაქვს იმ განსხვავებულ დასკვნაზე, რაც დადო სამმა მოსამართლემ, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლომ ამაზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებდა სასამართლო, ჩვენ პატივს ვცემდით და ჩვენთვის გახდებოდა ის სახელმძღვანელო",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)