|
2023-10-19 18:46:33, 779 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ თქვა, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით
„რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ თქვა, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, "კოდალასავით რუსულის ტვინში ჩაჭდვით, ოპოზიციამ ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს ქართულად, რუსული დაარქვა და საქართველოში რაღაც პროცენტს სჯერა, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი ქართულად არის რუსული". „რუსული ხომ ყველაფერი გაგიგიათ ამათი გადამკიდე, Fara-ც ხომ რუსულად მონათლეს, ამერიკული კანონი პირდაპირ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რუსულად მონათლეს. ჩვენ გვყავს რაღაც პროცენტი საქართველოში, რომელსაც სჯერა, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი ქართულად არის რუსული. პიარის რაღაც მწვერვალს მიაღწიეს. ვიღაც იტყვის უტიფრობის ფსკერიო, მაგრამ უნდა ვუღიაროთ, რომ რუსული, რუსული, რუსული -კოდალასავით ტვინში ჩაჭედვებით, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს ქართულად დაარქვეს რუსული. ყველაფერი გავიგეთ რუსული, რუსული ქცევა, ევროკავშირისკენ რუსული სწრაფვაც, მაგრამ დღეს რა თქვეს არ იცით? „რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რუსული მშვიდობაო, ეს არ არსებობსო, დააყოლა თვითონ, დააზღვია. რუსული მშვიდობაც გვაქვს, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით და ეს შემთხვევით კი არ გამოიყენა, ამას გააგრძელებენ, ილაპარაკებენ, მერე რუსული მიხვრა-მოხვრა გვექნება, რუსული წარმატება, „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი, პოლიტიკას დაანებეთ თავი, რამე სფეროში, სხვაგან, წარმატებას რომ მიაღწევს, ეს იქნება რუსული წარმატება. ამ მარაზმში იქნებიან და აქ იქნება მათი მთავარი საყრდენი, ამ „სიმართლეზე“ იქნება მათი პიარ სტრატეგია აგებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)