|
2023-10-19 17:47:14, 838 ნახვა
საზოგადოება
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ გამხსნელი პანელის მოდერატორი საერთაშორისო ტელეჟურნალისტი ღიდა ფაქრი იქნება
"აბრეშუმის გზის ფორუმზე", რომელიც 2023 წლის 26 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება, მთავარ პანელს სახელწოდებით Increasing Role of the Middle Corridor მოდერატორობას საერთაშორისო ტელეჟურნალისტი ღიდა ფაქრი გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღიდა ფაქრის მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებთან თანამშრომლობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი იყო TRT World-ის ფლაგმანი ამერიკული პოლიტიკური გადაცემების (Inside America with Ghida Fakhry, Bigger than Five) წამყვანი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ღიდა მოდერატორობას უწევდა მაღალი დონის პანელებს, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიო ლიდერები, ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი ეკონომისტები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და ცნობილი ხელოვანები. "ფაქრი უძღვებოდა მაღალი დონის პანელებს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორებიცაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსსა და სამხრეთ აფრიკაში, ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტი და სხვა. ღიდა ფაქრი არის ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ასევე, ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლის მაგისტრის ხარისხს ახლო აღმოსავლეთის კვლევებში. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან და გლობალურ ეკონომიკებთან. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)