18:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 16:42:41, 1855 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. 

პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. 

პროცესს ესწრებოდა თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დღეს პარლამენტის წევრებს სიტყვითაც მიმართა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3 მოსამართლემ - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირა.

საკონსტიტუციოში იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო. სხდომა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics