18:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 16:35:51, 739 ნახვა

პოლიტიკა
ბაიდენი ნეთანიაჰუს ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვაზე - ჩანს, რომ სხვამ ჩაიდინა და არა თქვენ

როგორც ჩანს, ეს სხვამ ჩაიდინა და არა თქვენ,- ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზას სექტორში საავადმყოფოს დაბომბვის საკითხზე საუბრისას.

როგორც ბაიდენმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ისრაელის უდანაშაულობაში ყველა არ არის დარწმუნებული.

"ღრმად ვარ დამწუხრებული. აღშფოთებული ვიყავი გუშინ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით. იმის მიხედვით, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ, მაგრამ ბევრი ადამიანია, ვინც ამაში დარწმუნებული არ არის",- მიმართა ბაიდენმა ნეთანიაჰუს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯი ბაიდენი ისრაელს დღეს, 18 ოქტომბერს ეწვია. ბენ გურიონის აეროპორტში მას პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics