|
2023-10-17 15:42:15, 555 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ომანის სასულთნოს დელეგაციას უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ ომანის სასულთნოს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ომანის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსი, საუდ ალშუკაილი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და შემოსავლების სამსახურში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაცნობა. აღნიშნული ვიზიტი, შემოსავლების სამსახურში პოლიტიკისა და მართვის ჯგუფის ჩართულობით (Policy and Management Consulting Group (PMCG) მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა. "შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ომანის სასულთნოს საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, ასევე ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებასა და კადრების პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს. გაცნობით შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, პაატა კილაძე, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ზაალ ტყეშელაშვილი, ასევე მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომან ბუღაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და სხვა ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა ომანის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, ომანის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრები გამართეს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და გადამხდელთა მომსახურების, ასევე კანონშესაბამისობის მართვის, საგადასახადო შემოწმების, დავების წარმოების, დღგ-ის დაბრუნებისა და საგადასახადო დავალიანების მართვის შესახებ, მომზადებული პრეზენტაციები მოისმინეს. ომანის სასულთნოს დელეგაციის წევრებმა, ასევე დაათვალიერეს თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა და საქონლის იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ გაფორმების გამარტივებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ",- აღნიშნულია ინფორმციაში.
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)