00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 12:32:02, 812 ნახვა

პოლიტიკა
ტურავა - სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს გამოაცხადებს

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას ორშაბათს, 16 ოქტომბერს, გამოაცხადებს,- აღნიშნულის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა.

ტურავას თქმით, დოკუმენტი სხვა მოსამართლეებს უკვე გადაეგზავნა.

"დარეგისტრირდა 14-ში, გადაეცა პლენუმს 15-ში, ესეიგი ბოლო თარიღი გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნისა ეს არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს. ანუ ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი",- განაცხადა ტურავამ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო. სხდომები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.

14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.

19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics