|
2023-10-12 12:34:29, 1013 ნახვა
სამართალი
საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას დედა - იარაღით გადამიდგა და მემუქრებოდა, რომ შვილს თავმოჭრილს ვნახავდი
ჩემი შვილი იძულებით არავის გაუთხოვებია. ოთხჯერ იყვნენ მოსულები ხელის სათხოვნელად და თვითონ გოგოც თანხმობას აცხადებდა,- ამის შესახებ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას დედამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, არასრულწლოვანი მოიტაცეს, რის შემდეგაც სურდა, გოგონა სახლში დაებრუნებინა, თუმცა გამტაცებელი აითაჯ შახმაროვას მოკვლით იმუქრებოდა. "ჩემმა ძმამ არაფერი იცოდა. რომ მოიტაცა, მე ვიყავი მისული მათთან სახლში და უკან წამოყვანა მინდოდა. ტაქსის მძღოლმა მიმიყვანა მე მათთან. იარაღით გადამიდგა და მემუქრებოდა, თუ არ წავიდოდი, მესროდა, მისი დაც უყურებდა ამ ყველაფერს. რომ დავემუქრე 112-ში დავრეკავ-მეთქი, აქეთ დამემუქრა, მიჩივლებ და შენს შვილს დილას თავმოჭრილს ნახავო. მე ვიცოდი, რომ ეს ბიჭი 22 წლის იყო, თურმე, ამხელა ყოფილა",- აცხადებს შახმაროვას დედა. საქმის განსხვავებულ დეტალებზე საუბრობს პროკურორი, რომლის თქმითაც, არასრულწლოვნის დედამ "ყველა ეტაპზე იცოდა ის, რომ გოგონას გათხოვება არ სურდა". "ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს დედის განზრახვას, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ყოფილიყო გათხოვილი მასზე ასაკით უფროსს მამაკაცზე. მამა იქნება ეს, ბებია, ბიძა თუ ოჯახის სხვა წევრი, არ აქვს მნიშვნელობა, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა ბრალდებულის მიმართ გატარდება უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. მამის ზუსტი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მამა სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებლად გამოიკითხება",- ამბობს პროკურორი. ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მოკლულის დედასა და ბიძას რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ, 11 ოქტომბერს შეუფარდა. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც შეეხება განზრახ მკვლელობის საქმეს, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 14 წლის აითაჯ შახმაროვას ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები "ქმარმა" მიაყენა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე'' "თ'' და "კ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ'' ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)