|
2023-10-10 15:56:47, 1313 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობისა და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების გაფართოების, ტყის ინვენტარიზაციის, ტყის მდგრადი მართვის და საქმიანი ეზოების მოწყობის საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე ერთობლივ პროექტს „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“. მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩეხ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩეხურ მხარესთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს სხვადასხვა მიმართულებით. მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო დაცული ტერიტორიების მართვისა და ტყის მართვის საკითხებზე. გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა - საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობით, მივიღეთ ტყის კოდექსი; პარალელურად, ვაფართოებთ დაცული ტერიტორიების ქსელს, ვინაიდან ხელისუფლებისათვის პრიორიტეტულია ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დაცული ტერიტორია არსებობდეს. ამასთან ერთად, დაცული ტერიტორიების მართვისა და ტყის მართვის პროცესებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას გადამწყვეტი როლი აკისრია, მათ უკეთ იციან რა საჭიროებები არსებობს ადგილობრივ დონეზე. ამ მიმართულებით, ჩვენი ჩეხი კოლეგების მხარდაჭერით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობისა და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პროექტის „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“ მიმდინარეობაზე და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. პროექტი „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“ 2021 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ხელშეწყობითა და ეკოლოგიური სტაბილურობის უზრუნველყოფით, ტყეზე დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)