|
2023-10-09 17:49:32, 663 ნახვა
საზოგადოება
ჟვანია - გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა, საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ
ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ,- ამის შესახებ ისრელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა. ჟვანიას თქმით, გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 ავიარეისი შესრულდა. "გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ხუთი რეისი შესრულდა. ამ რეისებით ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც 7 ოქტომბერს გამომგზავრება ვერ შეძლეს. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, „ისრეარის“ რეისი გაუქმდა. მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სადმე თავშესაფარი და ღამის გასათენებელი. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას. ზოგადად, ისრაელში მდგომარეობა არის მშვიდი, ვგულისხმობ ისრაელის ცენტრს. დღეს ოთხი რეისი არის თბილისის მიმართულებით, ამ დილით ადრე შესრულდა რეისი, „ელალის“ რეისი სრულდება ხუთ საათზე - გადაიდო რამდენიმე საათით, არ გაუქმებულა. ასევე, საღამოს იქნება „აირზენას“ რეისი, ისევე, როგორც ხვალ და ზეგ. ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ. ბილეთები არის სხვადასხვა ავიაკომპანიაზე, მაგალითად, 12 და 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც წესი, ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ გამომგზავრებას, ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, შეიძლება ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე. ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი, ვინმეს სჭირდება დახმარება, თუ არ აქვს ღამის გასათევი ან ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ეფექტურად ვცდილობთ, დავეხმაროთ",- განაცხადა ჟვანიამ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)