|
2023-10-09 15:06:04, 757 ნახვა
საზოგადოება
NASA Space Apps Challenge 2023 „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge 2023-ის მხარდამჭერი იყო. ორდღიანი ჰაკათონის შემდეგ კომპანიამ საკუთარი რჩეული გამოავლინა და გუნდი BASE 2 სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. NASA-ს ჰაკათონი მონაწილეებს ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას სთავაზობს, მათ კი თემაზე ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უწევთ მუშაობა. 2023 წელს მთავარ თემად Explore Open Science Together შეირჩა. ამჯერად მონაწილეებს დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდი გამოწვევებიდან მოუწიათ გამოსავლის მოძებნა.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტა განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის სტრატეგიის ნაწილია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით შექმნას უკეთესი გარემო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც”, რა თქმა უნდა, უერთდება ტოიოტას გლობალურ ხედვას. ყოველთვის მივესალმებით ინოვაციურ იდეებს და აღნიშნულ პროექტში ჩავერთეთ, რათა წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების წინსვლასა და განვითარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ძალიან საინტერესო ორდღიანი ჰაკათონის მომსწრეები ვიყავით. ჩვენი რჩეული კი გახდა გუნდი BASE 2. მათ ვიდეო თამაშით კარგად აჩვენეს თუ როგორი მნიშვნელოვანი რესურსია წყალი. გვჯერა, წარმოდგენილი იდეები ძალიან მალე განხორციელდება და წვლილს შეიტანს უკეთესი სამყაროს შექმნაში“. Toyota-ს გლობალური ხედვით, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემები ინოვაციური იდეებითა და ახალი ტექნოლოგიებით უნდა გადაწყდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება NASA Space Apps Challenge-იც, რათა აღმოაჩინონ ადამიანები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიან. Toyota-ს გლობალური სტრატეგია, Going Beyond, რომლის მიზანიც უკეთესი სამყაროს შექმნაა, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ისეთი პროდუქტის შექმნას გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და ადამიანებს უკეთეს, ჯანსაღ სამყაროში ცხოვრების საშუალებას მისცემს. წლევანდელი გლობალური ჰაკათონი, რომელიც ერთდროულად 225-ზე მეტ ადგილას მიმდინარეობდა, NASA-სა და 13 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით განხორციელდა. ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური იყო, ჰაკათონში ჯამში 100-ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა და 20-ზე მეტი მონაწილე გუნდი შეიკრა. NASA Space Apps Challenge 2023 ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. -- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" „თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)