10:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 16:37:23, 1068 ნახვა

მსოფლიო
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ განცხადებით, ისრაელის სამხედროები ტყვედ აიყვანეს

პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროები დაატყვევეს.

მათი განცხადებით, თავდასხმის დროს დატყვევებულია, სულ მცირე, 5 სამხედრო. 

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოებში, სადაც ჩანს, რომ ტყვედ აყვანილი ადამიანები ისრაელის ჯარისკაცები არიან.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მთავრობა ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს და არც უარყოფს.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. 

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics