07:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 12:29:22, 784 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP ჩატარდა

"თიბისის" განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით, ზუგდიდში DATA BOOTCAMP-ი გაიმართა.

DATA BOOTCAMP-ის  მონაწილეებმა 7 დღის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის - AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. შემაჯამებელ დემო დღეზე, კი მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

"თიბისიმ", მონაწილეებს შორის, ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც "თიბისის" Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების კურსებს გაივლიან.

"თიბისისთვის" ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, DATA BOOTCAMP-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

DATA BOOTCAMP-ი, გურჯაანსა და ზუგდიდში ჩატარების შემდეგ, ბათუმსა და თბილისშიც გაიმართება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics