07:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 11:11:32, 1056 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ პარტნიორია

21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „საჩუქარი“ მასპინძლობს.

ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაარსდა და უკვე 26-ე წელია რაც მსოფლიო სახელოვნებო ავანგარდში მოისაზრება. ფესტივალი ქვეყნის თანამედროვე კულტურული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრესს ასახავს. სახელოვნებო ხარისხითა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით „საჩუქარი“ პრესტიჟული ევროპული ფესტივალების რიგში დგას.

წელს, ფესტივალი შვეიცარიული ფოკუსის ფარგლებში გაიმართება და საპატიო სტუმრების საფესტივალო შეხვედრებთან ერთად, მაყურებელს სამ სპექტაკლს შესთავაზებს:

  • „გოგონა ნილის ძრავების ქარხნიდან” - რეჟისორი ტომ ლუცი;
  • „ამორ“ - რეჟისორი თეოდორ ტერზოპულოსი;
  • დიდების კედელი” - რეჟისორი ლეონარდო მანზანი.

1-დან 7 ნოემბრის ჩათვლით  სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად საფესტივალო შეხვედრები და პანელური დისკუსიები გაიმართება:

  • 2 ნოემბერი, 16:00 | ლორენცო პაპაგალო - საერთაშორისო კურატორი
  • 4 ნოემბერი, 16:00 | ჯანი ფორტე - ვენეციის ბიენალეს დირექტორი

"თიბისი კონცეპტის" შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი” ბილეთები და ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics