|
2023-10-06 10:03:15, 821 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი - მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მოვლენები "ეთნიკურ წმენდად" არის მოხსენიებული. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი "გმობს აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიმართ ძალადობასა და დაშინებას". "მიღებულ რეზოლუციაში პარლამენტი კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას მთიან ყარაბაღზე 19 სექტემბერს, რაც ევროპარლამენტის წევრების თქმით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის წინა მცდელობების უგულებელყოფას. ბოლო შეტევის შემდეგ, 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ანკლავი. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ არსებული ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება და კატეგორიულად გმობენ მუქარასა და ძალადობას აზერბაიჯანის ჯარების მიერ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ",- ვკითხულობთ რეზოლუციაში. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები ითხოვენ, დაწესდეს სანქციები "ყარაბაღზე იერიშის პასუხისმგებელ პირებზე" და გარდა ამისა, ევროკავშირმა გადახედოს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. "სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის მსგავს ქვეყანასთან, რომელიც პირდაპირ არღვევს საერთაშორისო სამართალს და ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების დარღვევის ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა აქვს, შეუთავსებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მიზნებთან",- წერია რეზოლუციაში. ამასთან, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი აფრთხილებს ბაქოს, რომ თავი შეიკავოს პოტენციური სამხედრო ქმედებებისგან და მოუწოდებს თურქეთს, შეაკავოს აზერბაიჯანი. "ევროპარლამენტარები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სხვა აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების ირიდენტისტული და გამომწვევი განცხადებების გამო, რომლებიც ემუქრებიან სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპარლამენტარები აფრთხილებენ ბაქოს, თავი შეიკავოს ყოველგვარი პოტენციური სამხედრო ავანტიურიზმისგან და მოუწოდებენ თურქეთს, შეიკავოს თავისი მოკავშირე. ისინი ასევე გმობენ თურქეთის მონაწილეობას აზერბაიჯანის შეიარაღებაში და მის სრულ მხარდაჭერას ბაქოს თავდასხმებისთვის 2020 და 2023 წლებში", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა შეაჩეროს აზერბაიჯანთან ახალი ტიპის პარტნიორობის საკითხზე ნებისმიერი მოლაპარაკება და შეამციროს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმპორტზე დამოკიდებულება. "პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, შეამციროს დამოკიდებულება აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე და სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში, სრულად შეწყვიტოს ევროკავშირიდან აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი. იმავდროულად, ევროპარლამენტარებს სურთ, რომ შეჩერდეს მოქმედი ურთიერთგაგების მემორანდუმი ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ",- ნათქვამია რეზოლუციაში.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)