|
2023-10-05 15:21:10, 562 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე მელიაზე - ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად თავმჯდომარეობიდან გააგდო - არ მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული თვალსაჩინო დაპირისპირება საზოგადოებისთვის საინტერესო უკვე აღარ არის. კალაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ახლა მშვიდობისა და ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობაა. „მათი შიდა დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა, გამოკვეთილად ჩანს და ყველასთვის თვალსაჩინოა. თქვენ იცით, როგორ წარიმართა პროცესები. ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად, მელია თავმჯდომარეობიდან გააგდო. დაძაბულობისა და ურთიერთდაპირისპირების პროცესი დღესაც გრძელდება, თუმცა, არ მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, მოვახდინოთ ეკონომიკური განვითარება და ევროინტეგრაციის იმ რთულ გზაზე, რასაც ადგას დღეს ჩვენი ქვეყანა, მუშაობა წარმატებით იყოს გაგრძელებული“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)