03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 14:14:51, 654 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ - 2019 წელს საქართველოს საგარეო მინისტრი ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა

საქართველოს პრეზიდენტის წარმომდგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს.

როგორც ჩუგოშვილმა თქვა, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტის შეტყობინებას ახმოვანებდა.

„პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენერალური ასამბლეის დროს, სერგეი ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics