03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 11:49:43, 861 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის შსს-მ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელზე, მამუკა მამულაშვილზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელზე, მამუკა მამულაშვილზე ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, მამულაშვილს ბრალად "უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და დაქირავებული სამხედროების გაწვევა" ედება.

ამასთან, როგორც საგამოძიებო კომიტეტის მონაცემთა ბაზაშია აღნიშნული, მამუკა მამულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით იძებნება, თუმცა არ არის დაზუსტებული კონკრეტულად რომელი მუხლით მიმდინარეობს ძებნა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი წევრი დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო. აღნიშნულ პირებს შორის იყო „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics