|
2023-10-05 10:59:48, 582 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საფრანგეთის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენოს მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე - Sommet De L’elevage, ქართულ სტენდთან უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,მიმდინარე წელს, საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებები და შედეგები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაძლიერება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგას - ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და, მოცემულ ეტაპზე, გვაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები იმ პუნქტების შესასრულებლად, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისთვის”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენომის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მიესალმება ბოლო წლებში განხორციელებულ პროგრესს. „ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისგან და დაზიანებისგან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნის მისაღწევად",- აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფრანგეთის მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, როგორებიცაა მეცხოველეობის სექტორი, მცირე ფერმების ხელშეწყობა, მიწის მართვა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მელიორაცია, მიწის მართვა, სატყეო მმართველობა, მეცხოველეობა და სხვა. მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)