03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 14:51:27, 712 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „ოცნებას“ - არ მიიჩნევთ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებად და ღამის კოშმარები გადატრიალების შესახებ ამიტომ გაწუხებთ

თქვენ, როგორც ჩანს, არ მიიჩნევთ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებად და მუდმივად ამიტომ გაწუხებთ ღამის კოშმარები გადატრიალების შესახებ,- ასე მიმართა "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რევოლუციების მხოლოდ არადემოკრატიულ მთავრობებს ეშინიათ.

"გადატრიალებების ვისაც ეშინია და სულ ეს გადატრიალებები ელანდება, ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ დემოკრატიულ მთავრობებს, რომლებიც საკუთარ დემოკრატიულობაში დარწმუნებული არიან, ასეთი მოლანდებები არ ემართებათ. გადატრიალება, რევოლუცია და ასეთი რამეები ემართებათ ხოლმე და ამის შიში აქვთ ადამიანებსა და მთავრობებს, რომლებიც რეპრესიულად მართავენ და თვითონაც იციან, რომ რაღაც ისეთ ძალიან ცუდს აკეთებენ, რომ ერთ დღესაც იქნება და შეიძლება, ხალხმა აღარ მოითმინოს.. დემოკრატ ხელისუფლებებს არ ეშინიათ ასეთი რამეების.

დემოკრატიაში არჩევნებით იცვლება ხელისუფლება. თქვენ, როგორც ჩანს, არ მიიჩნევთ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებად და მუდმივად ამიტომ გაწუხებთ ღამის კოშმარები გადატრიალების შესახებ",- მიმართა ნაცვლიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics