03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 14:43:09, 600 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ჩუგოშვილს - ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო ან ლექცია, ეს არის შეურაცხმყოფელი

ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო ან ლექცია, ეს არის შეურაცხმყოფელი და არ შეიძლება, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვის დროს.

კობახიძის პასუხი მოჰყვა ჩუგოშვილის რეპლიკას იმის შესახებ, რომ სამი საათის მანძილზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ლექციებს კითხულობდა და სატელევიზიო მესიჯებს აჟღერებდა. 

„პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება. არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ. სირცხვილია მართლა, ღირსების ამბავია ეს ყველაფერი“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics