03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 13:43:54, 660 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა მიქანაძეს - ღია მცდელობაა, საქართველოს მოქალაქეებს თავს რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია მოახვიოთ

სუს-ის ბოდვის გამოყენება, როგორც საფუძველი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დარღვევისთვის, არის უკანონო და თქვენ რასაც გვთავაზობთ დღეს, არის მორიგი თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაზე, არამედ ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე იმიტომ, რომ ეს არის მორიგი ღია მცდელობა, საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიოთ რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია,- ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ქართულ ოცნების" დეპუტატს, გივი მიქანაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ბოკუჩავას თქმით, "დრაკონული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს კარვების აკრძალვას, ვერაფრით შეაშინებს ქართველ ხალხს".

"სუს-ის ბოდვის გამოყენება, როგორც საფუძველი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დარღვევისთვის, არის უკანონო და თქვენ რასაც გვთავაზობთ დღეს, არის მორიგი თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაზე, არამედ ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე იმიტომ, რომ ეს არის მორიგი ღია მცდელობა, საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიოთ რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია და ასევე, საბოტაჟირება მოახდინოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მაშინ, როდესაც 1 თვეც არ არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განსახილველად.

მე თქვენთან მაქვს ერთი მარტივი კითხვა, ბატონო გივი - რისი გეშინიათ და რატომ გეშინიათ ასე ძალიან ქართველი ხალხის, რატომ ეშინია თქვენს პოლიტიკურ ბატონს, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის. პრინციპში, ამ რიტორიკულ კითხვაზეც მარტივი პასუხი მაქვს, ქართველი ხალხის ეშინია იმიტომ, რომ ის ცდილობს ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციას, რაზეც ქართველი ხალხისგან ივანიშვილმა არაერთხელ მიიღო პასუხი. მეტსაც გეტყვით, ეს დრაკონული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს კარვების აკრძალვას, ვერაფრით შეაშინებს და შეაჩერებს ქართველ ხალხს, ამიტომ, ფუჭია თქვენი ეს ძალისხმევა",- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით გუშინ, 3 ოქტომბერს დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics