03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 13:19:26, 681 ნახვა

პოლიტიკა
რაქვიაშვილი „ოცნებას“ - სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მანქანებს ავკრძალავდით? - თუ ტერორისტს ვერ იჭერთ, ვისი პრობლემაა

სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? - თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ვისი პრობლემაა - სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების?- ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

რაქციაშვილის თქმით, აღნიშნულ "კომიკურ სიტუაციას გაუგებრობა უნდა დაერქვას - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა გადააყენონ და ისეთი ხალხი აირჩიონ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს“.

"სუს-მა თქვა, რომ რევოლუცია ხდებაო და თან, კარვებში ბომბს ჩადებენ და კარავს ააფეთქებენო. იმის ნაცვლად, რომ ამ განცხადების გამო, სუს-ი დაიცინოს, უმრავლესობაში გაჩნდეს ეჭვი, რომ თქვენ. ხალხო. მართლა რას აკეთებთ, წადით საქმეს მიხედეთ, ჯაშუშები დაიჭირეთ და რაღაც კანონს ვცვლით, დაჩქარებული წესით კარვებს ვკრძალავთ. სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? ეს ხომ იმდენად კომიკური სიტუაციაა, რომ ტრაგიკული რომ არ იყოს, მაშინ შეიძლება, მართლა გაგვეცინა.

ახლა გამოხატვის თავისუფლება უნდა შეზღუდოთ. ეს კარვები ხომ სისულელეა, ზოგადად? მე მგონი, ყველას უშლიდა ეს კარვები ხელს, მაგრამ სუფთა სამართლიანობის თვალსაზრისით, ვისი რა საქმეა, დავდგამ კარავს თუ არა? მით უმეტეს თუ სუს-ი ამბობს, რომ ტერორისტული აქტი მზადდება, დაიჭირეთ ის ტერორისტი. თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ეს ვისი პრობლემაა - სუს-ის, თქვენი თუ საზოგადოების? მოდი, საზოგადოების პრობლემა არ შევქმნათ. ეს კომიკური სიტუაცია უბრალოდ კომიკურ სიტუაციად დავტოვოთ, გაუგებრობა დავარქვათ, სუს-ის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს და ამ რაღაცებით არ ვიქნებით დაკავებული",- განაცხადა რაქვიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics