|
2023-10-04 12:55:32, 589 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - რადიკალური პოზიცია, რომ ვაზიანში არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს
რადიკალური პოზიცია, რომ აქ არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. ბურჭულაძის თქმით, აღნიშნული პროექტი შეიძლება პერსპექტიული იყოს. „კომიტეტის ფარგლებში დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ რადიკალური პოზიცია, რომ აქ არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს. პარლამენტის წევრებმა თავდაცვის ძალების პოზიცია მოისმინეს. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა, მდებარეობა“,- განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევების განხორციელების შემდეგ იქნება მიღებული, რომელსაც შესაბამისი სფეროს პროფესიონალი ექსპერტები განახორციელებენ. „ექსპერტების დაქირავება იქნება, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულება და უფლებამოსილება. მე როგორც ვიცი, 2024 წელს იგეგმება შეფასება, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, გარემოზე ზემოქმედების, ინფრასტრუქტურის, ასევე რა ბენეფიტი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ქალაქის ურბანულ განვითარებაზე და ა.შ“,- დასძინა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)