12:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 17:38:24, 666 ნახვა

მსოფლიო
4 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვალ, 4 ოქტომბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით,  შეხვედრის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი და ასლან ბჟანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

„4 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთში სამუშაო ვიზიტით მყოფ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან, დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა",- აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics