06:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 17:46:38, 830 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი კარასინზე - შეიძლება, მეტსაც ვფიქრობდე პრეზიდენტზე, მაგრამ მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მას ასე ახასიათებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხდებას ეხმაურება.

როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება მიუღებელია.

"თუ ეს ნამვილად მან ასე თქვა, ჩემი პასუხი იქნებოდა შემდეგი - მე, შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნისა და სახელწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს",- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა რუსთთან დაკავშირებული კომენტარის გამო, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით Telegram-ზე დაწერა: "პოლიტიკური შიზოფრენიის მკურნალობა რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!".

რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას, მან ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "თუ რუსეთი უკრაინაში არ შეაჩერეს, პუტინი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან საქართველოს დაესხმება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics