07:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 14:13:41, 813 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაძე - ლავროვის განცხადებით დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით კრემლის ფილიალის წარმომადგენელი ჰყავს

ლავროვის განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალის წარმომადგენელი,- ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

ნადირაძის თქმით, ლავროვის განცხადება ცხადყოფს, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არა ბიზნესი, არამედ საქართველოს მთავრობა იყო ჩართული.

„ფაქტია, რომ ლავროვის განცხადებით დადასტურდა, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ უშუალოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალი წარმოდგენილი და „ქართული ოცნება“, როგორც „ეძინაია რასიას“ ფილიალი, ათბობს რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე",- ამბობს ნადირაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესება დაინახა, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics