13:54 - 24 Jun, 2026
|
2023-09-27 21:59:23, 936 ნახვა
მსოფლიო
კოსმოსში რეკორდული 371-დღიანი მისიის შემდეგ, NASA-ს ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა
NASA-ს ასტრონავტი, ფრანკ რუბიო, რომელმაც კოსმოსში რეკორდულად დიდი დრო, 371 დღე გაატარა, დედამიწაზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. რუბიო და კიდევ ორი რუსი კოსმონავტი, სერგეი პროკოპიევი და დმიტრი პეტელინი ყაზახეთში, ქალაქ ჟეზყაზღანთან, ადგილობრივი დროით საღამოს 5:17 საათზე რუსული Soyuz MS-23 კაფსულით დაეშვნენ. ამერიკელი ასტრონავტი ყაზახეთში დაშვების ადგილიდან ქალაქ ყარაღანდაში გაფრინდება, საიდანაც ჰიუსტონში გაემგზავრება. ცნობისთვის, რუბიომდე ამერიკელი ასტრონავტებიდან კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივად მარკ ვანდე ჰეი იმყოფებოდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 355 დღის განმავლობაში გაჩერდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)