|
2023-09-27 16:34:31, 716 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს
მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2012 წლიდან მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. „ჩვენ მზად ვართ, გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2008 წელს რუსეთის შემოჭრამ მძიმე შედეგები იქონია ჩვენს ხალხზე. რუსეთის აგრესიისა და უკრაინის ომის გამო არსებული არასტაბილური ვითარება გვახსენებს აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და კონფლიქტების − მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის − მოგვარების საჭიროებას. ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. დასკვნის სახით, ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი მზადყოფნა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ვდგავართ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გადამწყვეტ მომენტში და გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირისადმი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდისადმი და ყველა იმ ადამიანისადმი, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას. დაე, ეს 15 წლის იუბილე იყოს იმის დასტური, რასაც ერთად მივაღწიეთ და იმ მუდმივი ვალდებულების შეხსენება, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს ყველა მოქალაქის მშვიდობის, შერიგებისა და კეთილდღეობის მიმართ. ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს. დიდი მადლობა!"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)