08:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 10:17:06, 573 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია

სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენება პოლარიზაციის დამატებით გაღვივებისთვის. საკითხი, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო საფუძველი იდეის გარშემო გაერთიანებისთვის, ვხედავთ, რომ გამოიყენება როგორც ერთგვარი შიშველი ინსტრუმენტი პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის, რაც ძალიან ცუდია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. 

კობახიძის თქმით, ხდება თემის ინსტრუმენტალიზაცია იმისთვის, რომ"  ქვეყანაში გაღვივდეს ე.წ. პოლარიზაცია, რასაც  სინამდვილეში რადიკალიზაცია ეწოდება".

„რომ არ ყოფილიყო ეს თემა თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ დღის წესრიგში, პოლარიზაციის ხარისხი იქნებოდა თვისებრივად უფრო ნაკლები. ეს შეიძლება თამამად ითქვას. მთელი ეს კამპანიები, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან და ა.შ. მთლიანად აგებულია კანდიდატის თემაზე, რაც ძალიან ცუდია, ანუ, ინსტრუმენტალიზაცია ხდება ამ თემის იმისთვის, რომ  ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს ჩვენს ქვეყანაში, რასაც  სინამდვილეში ეწოდება რადიკალიზაცია. ეს არ არის პოლარიზაცია, პოლარიზაცია მე მგონია, რომ არის მოგონილი ტერმინი, სინამდვილეში, რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის სწორედ რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics