|
2023-09-26 22:46:32, 603 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა - 600-მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა
600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. თურნავას თქმით, 3 მოადგილის ერთდროულად წასვლამ ეროვნული ბანკი რთულ სიტუაციაში ჩააგდო, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ეროვნულ ბანკს ახლა აღარაფერი ემუქრება. "რა თქმა უნდა, ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ 3 მოადგილის ერთდროულად წასვლა, როდესაც სულ 7 ვიყავით და ქვორუმი იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ემუშავა, საჭირო იყო 5 და ელემენტარული არითმეტიკის ამბავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდებდა ეროვნულ ბანკს. თუკი ისინი ფიქრობდნენ, რომ გადაწყვეტილება იყო დავუშვათ, არასწორი, ამ თავისი გადაწყვეტილებით შეეძლოთ მთლიანად სისტემის პარალიზება, მაგრამ კარგია, რომ ამ დროს პარლამენტში წარდგენილი იყო ორი კანდიდატი და პარლამენტმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ჩვენ ამ კუთხით არაფერი არ გვემუქრება აბსოლუტურად, ქმედითუნარიანია ჩვენი საბჭო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თემა იყო. რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას - მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა. მთლიანობაში ძალიან კომპეტენტური გუნდი გვყავს. მე მიწევს ძალიან ბევრი შეხვედრა, რადგან ერთი გუნდი ვართ და თუკი რაიმე კითხვა გაუჩნდათ მინდა, რომ მივაწოდო სწორი ინფორმაცია ჩვენს მოტივებთან დაკავშირებით. არანაირი დესტაბილიზაცია არ არის, ყველა მუშაობს", - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შევიდა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)