13:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 09:26:18, 655 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ზაქარია შუბითიძე „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო, საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ის დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა. 

ზაქარია შუბითიძე 18 სექტემბერს მასობრივი საარტილერიო იერიშის შედეგად დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად 40-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics