|
2023-09-23 10:47:10, 1105 ნახვა
საზოგადოება
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ საველე ჩართულობითა და პრაქტიკული გათამაშებებით აქტიურად მიმდინარეობს
სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების პრაქტიკული ნაწილისთვის სპეციალური სიმულაციური სცენარია შემუშავებული, რომელიც ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისულ სიტუაციებში მედიის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობასა და პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელებას ითვალისწინებს. "მათ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავებაც უწევთ. მედიის წარმომადგენლებისთვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მედიაცენტრია მოწყობილი. სწავლების პრაქტიკული ნაწილი სხვადასხვა საველე სცენას მოიცავს. სწავლებაში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თეორიული კურსის დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება უწევთ, მათ შორისაა უსაფრთხოების ნორმების სწორად დაცვა კრიზისული სიტუაციების დროს და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა დაჭრილი მოქალაქისთვის. მედიასწავლების საველე გათამაშებებს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებიც დაესწრნენ და კრიზისულ სიტუაციაში მედიის წარმომადგენლების მუშაობის პროცესს ადგილზე დააკვირდნენ. „ღირსეული პასუხი 2023“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარეობს. სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)