12:46 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 23:05:42, 575 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კომერციულმა ბანკებმა ძალიან სწორი განცხადებები გააკეთეს, მათ თქვეს, რომ სანქციების რეჟიმსაც და საქართველოს კანონმდებლობასაც დაიცავენ

კომერციულმა ბანკებმა პრინციპულად ძალიან სწორი განცხადებები გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ისინი დაიცავენ სანქციების რეჟიმსაც, საქართველოს კანონმდებლობასაც და ეს იყო ძალიან სწორი პოზიცია, რაც დაიკავეს საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“,  ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომერციული ბანკების განცხადებების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

კითხვაზე დაემორჩილებიან თუ არა კომერციული ბანკები ახალ რეგულაციას, კობახიძემ განმარტა, რომ მათთვის პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. 

მისივე თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ მტკიცებულების გარეშე სისხლის სამართლებრივი წესით დასაჯოს საქართველოს მოქალაქე.
 
„პრაქტიკულად არც არაფერი შეცვლილა, გამომდინარე იქიდან, რომ ოთარ ფარცხალაძესაც შეუწყდა მოქალაქეობა. პერსპექტივაში, ვიღაცას მტკიცებულების გარეშე რომ წაეყენოს ასეთი ბრალი და დაეკისროს სანქციები, რა თქმა უნდა იქ ეს რეგულაცია უნდა მოქმედებდეს. არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ვიღაცამ სისხლის სამართლებრივი წესით, დე ფაქტო თუნდაც, დასაჯოს საქართველოს მოქალაქე. უბრალოდ არ შეიძლება და რა თქმა უნდა, ეს რეგულაცია ასეთ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს ნებისმიერ მოქალაქეზე და ნებისმიერ ქართულ კომპანიაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics