|
2023-09-20 19:53:06, 694 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის შენობასთან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. აქციაზე, რომელიც "გამარჯვების პლატფორმის" ორგანიზებით იმართება, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი. აქციაზე ცოტა ხნის წინ დაიწყო სიტყვით გამოსვლები. "ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მისი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს... საჭიროა, რუსული მთავრობის დემონტაჟი, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და არჩევნების ჩატარება. ეს არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ და რომლისთვისაც ვიბრძოლებთ ქუჩებში",- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა. ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და გუშინ, 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა, მესამე ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც. დღეს, 20 სექტემბერს "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)