18:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 10:42:25, 812 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფინედუს მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსი - „დაიჭირე ფინანსური კადრი“ გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი - „დაიჭირე ფინანსური კადრი“ გაიმართა.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება, ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება, ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება.

ფოტოკონკურსის ფარგლებში, ნამუშევრების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და მასში 100-მდე ფოტონაშრომი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ჟიურის წევრების მიერ 20 ფინალისტი შეირჩა. 17 სექტემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე კი, კონკურსანტებს საკუთარი ნამუშევრების პირადად წარდგენის საშუალება მიეცათ.

კონკურსის ყველა ფინალისტს, ბაზისბანკისგან ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ფინალისტები სპეციალური სერტიფიკატებით, ხოლო გამარჯვებული ექვსეული კი, ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

„ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბაზისბანკის ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ინოვაციური იდეებისა და ფოტოკონკურსით აღინიშნა, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რაც მათ სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ“, - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics