18:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 12:51:42, 713 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ტექ ღონისძიება - VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა

VMware User Group (VMUG) Georgia-ს ინიციატივით 15 სექტემბერს ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა. "თიბისის" მხარდაჭერით, შემოდგომის სერიაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე VMUG-ის ლიდერებმა, ირაკლი ბეროშვილმა და დავით ბერაიამ VMware-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათთან ერთად სცენაზე უფროსი ტექნიკური მენეჯერი (Senior Technical Account Manager), ვლადიმირ მიტკო წარსდგა. მან დამსწრე საზოგადოებას VMware-ის აუცილებლობაზე მოუთხრო და კომპანიაში მისი დანერგვის გამოცდილებაც გაუზიარა. ღონისძიებაზე დამსწრეებს "თიბისის" ტექნოლოგიური გამოცდილება და შესაძლებლობები ზურაბ ტალიკაძემ გაუზიარა.

"ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და გამოცდილება გავცვალოთ. "თიბისი" დიდი ტექ ორგანიზაციაა და საინტერესო სიახლეების დანერგვის საშუალება გვაქვს, თუმცა არიან პროფესიონალები, რომლებიც პატარა კომპანიებში მუშაობენ და მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ჩვენ მათ გამოცდილებას ვუზრდით'',-  აცხადებს ზურაბ ტალიკაძე, თიბისი ჯგუფის IT ინფრასტრუქტურის არქიტექტორი.

"თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს რადგან "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზრდა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics