|
2023-09-16 14:30:08, 841 ნახვა
მსოფლიო
ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა დააკავეს
ირანის ხელისუფლებამ მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა, ამჯად ამინი დააკავა. როგორც "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი ბიურო იუწყება, ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და თავის მშობლიურ ქალაქ საყეზში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მედიის ცნობით, დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ. ამასთან, როგორც RFE/RL წერს, ამინის სახლი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ არის გარშემორტყმული, პოლიციის დიდი რაოდენობა შეინიშნება სხვადასხვა ქალაქშიც. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 სექტემბერს ირანში 22 წლის გოგონა, მაჰსა ამინი თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა. ამასთან აღსანიშNავია, რომ გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)