20:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 11:03:55, 724 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბარკალაია - საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, გერარდ ქვინის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელება.

უწყების ცნობით, ისაუბრეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, რეფორმების პროცესში შშმ პირთა ჩართულობასა და ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მათ შორის - ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით.განიხილეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესები და სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი. 

„საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ვისაუბრეთ შშმ პირთა ჩართულობაზე იმ პლატფორმებზე, რომლებიც სამინისტროში აქტიურად და წარმატებულად მოქმედებს. სტრატეგიებისა და სხვა რეფორმების დაგეგმვა შშმ პირთა ორგანიზაციებისა და უშუალოდ მათი ჩართულობით ხდება. მიმდინარე  რეფორმები გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დადებითად შეაფასა“,-აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა. 

შეხვედრას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიცერი ბარბორა ზამრსკა, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი, სოციალური პროგრამების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი თამარ გოცაძე და საქართველოში შშმ პირების კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics