18:47 - 24 Jun, 2026
|
2023-09-15 18:34:48, 855 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად „სამეულის თანამშრომლობა“ შესთავაზა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად „სამეულის თანამშრომლობა“ შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია Deutsche Welle ავრცელებს. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების შესახებ დეტალურად აცნობა. „სასიამოვნო იყო შენი და კიმ ჩენ ინის ნახვა აღმოსავლეთ კოსმოდრომზე. ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ თანამშრომლობაზე ჩვენ სამს შორის - ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას. ცნობისთვის, ბელარუსისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში გაიმართა. მათი განხილვის მთავარი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი, ეკონომიკური თანამშრომლობა და კიმ ჩენ ინთან გამართული მოლაპარაკებები იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)