18:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 23:58:47, 1172 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი OC Media-ს - ჩემი კომუნიკაცია თქვენს დონორებთან არასწორად წარმოაჩინეთ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი OC Media-ს სტატიას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი უარყოფს, რომ OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციით, მან "ზეწოლა ან მედიის დასჯა" სცადა, ის ადასტურებს მათთან კომუნიკაციას, თუმცა ამას "დონორების ინფორმირებას" უწოდებს.

''12 სექტემბრის თქვენს სარედაქციო სტატიაში თქვენ დამადანაშაულეთ, აშკარა მცდელობაში გავლენა მომეხდინა ან დამესაჯა გამოცემა აზრის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო. ამას სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო და მინდა განვმარტო, რატომ არის თქვენი განცხადებები პრობლემური თქვენივე დეკლარირებული პრინციპებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, თქვენ არასწორად წარმოაჩინეთ ჩემი კომუნიკაცია თქვენს დონორებთან, რომელიც გულისხმობდა არა გავლენის მოხდენას ან დასჯას, აზრის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო, არამედ დონორების ინფორმირებას თქვენი საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ'', - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 12 სექტემბერს OC Media-მ სათაურით - "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს" სტატია გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა წერს, პაპუაშვილმა ამ გზით სცადა მედიასაშუალებაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა. OC Media-ს სტატიაში ნათქვამია, რომ სულ მცირე, ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics