2023-09-13 10:27:01, 829 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი თურქეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, კლევერლის ვიზიტი 13-14 სექტემბერს გაიმართება.
„13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თურქული მედიის ცნობით, ჯეიმს კლევერლი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება, სადაც საუბარი უკრაინაში ომს და "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას" შეეხება.
„მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის, "მარცვლეულის ინიციატივისა" და NATO-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება“,- წერს მედია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,