|
2023-09-11 12:01:08, 646 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კეზერაშვილზე - მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით და პოლიტიკაში ჩართულობით
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, პოლიტიკაში ჩართულობით და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რათა ე.წ. ლობისტები ჰყავდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რაც შეეხება მის გააქტიურებას, ის მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, პოლიტიკაში ჩართულობით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რომ მას ჰყავდეს ე.წ. ლობისტები. თქვენ ნახეთ, როგორც კი გააქტიურდება გამოძიება, მაგალითად, როგორც კი დაიდო „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, მაშინვე იწყებენ საუბარს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. რა შუაშია პოლიტიკა, როდესაც ადამიანს კრიმინალი აქვს ჩადენილი და ცდილობს, პოლიტიკით და ტელევიზიით შეფუთოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე საქართველოს შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ, რომ კეზერაშვილი და მისი დაჯგუფება ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა. „აღნიშნულ საკითხს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველაფერი ნათელია. ვიდრე „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება დაიწყებოდა და დაიდებოდა კონკრეტული შედეგები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ აღნიშნულ პრობლემაზე, საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი და მისი დაჯგუფების მხრიდან მიმდინარეობდა ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ეს დადასტურდა ამ გამოძიებითაც. მე როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ შედეგებს“, - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)