2023-09-11 09:15:50, 733 ნახვა
მსოფლიო
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა
მაროკოში მიწისძვრას 2 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 400-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, მიწისძვრამ მაროკოს კულტურული მემკვიდრეობა და ძველი ქალაქი მარაკეში დააზიანა, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, დანგრეულია ისტორიულად მნიშვნელოვანი მე-12 საუკუნის მეჩეთიც.
მედიის ცნობითვე, მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა.
ცნობისთვის, მაროკოში ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და ბიძგები 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,