2023-09-09 00:33:35, 1114 ნახვა
საზოგადოება
ხანძარი გაუჩნდა კინოფირების საცავს
საქართველოს ეროვნული არქივი დღევანდელ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცეცხლი არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა, სადაც ნიტროფუძიანი კინოფირები ინახებოდა. მათივე ცნობით, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება:
თეონა იაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია.
"საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე, ეზოში, ცალკე მდგომ კინოფირების საცავს გაუჩნდა ხანძარი, სადაც ინახებოდა ნიტროფირები. ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლი ჩამქრალია, გამოძიება დაადგენს დეტალებს. ადამიანები არ დაშავებულან", - განაცხადა მან.
ეროვნული არქივის განცხადებით, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება - მათი თქმით, ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,