22:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 16:01:59, 827 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - პუტინმა მოკლა პრიგოჟინი - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს

პუტინმა მოკლა პრიგოჟინი - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, პუტინი, როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, აღარ არსებობს, 

„პუტინი, როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი აღარ არსებობს. მან მოკლა პრიგოჟინი - ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გვაქვს. როდესაც პრიგოჟინმა ეს სამყარო დატოვა, ჩვენ უკრაინაში გლოვა არ გვქონია. ჩვენთვის ტერორისტების რიცხვი ერთით შემცირდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics