2023-09-05 16:08:10, 935 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა.
"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),