|
2023-09-05 15:21:58, 677 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა
ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ნახავდნენ იქ რა ხდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას რომ გასაუბრებოდნენ, კითხვა რომ დაესვათ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შოვის ტრაგედიიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ. „სამ საათზე და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ ხუთ წუთში რა მოხდაო, პირველ 5 წუთში ისეთ რაღაცებზეა საუბარი, რაზე საუბარიც მე პირადად ძალიან მიჭირს.ბოდიში იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, ფრაგმენტებად ამოქონდათ მაშველებს ადამიანები და ესენი ლაპარაკობენ - სამი საათი, რვა საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ ხუთ წუთში რა ხდებოდა, ჯერ ის მოიკითხეთ, რეებს კადრულობთ. ასე როგორ გახდით ტრაგედიით მოსარგებლეები? საიდან გამოჩეკეთ ეს აზრები, რომ ამაზეც შეიძლება, პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ და მორალი იკითხოთ? რეებს აკეთებთ, შოვზე ამას როგორ იგონებთ და კადრულობთ, დაწყნარდით ცოტა, თუ შეიძლება. იმაზე ვილაპარაკოთ, 2006 წლიდან რაც ჩამოანგრიეთ მთლიანად და სისტემა გააუქმეთ. მაია ბითაძე ლაპარაკობდა, 2014 წლიდან როგორ მიდის აწყობა, წინასწარი გაფრთხილების სისტემას რამდენი კომპონენტი უნდა და რამდენია უკვე თბილისში, რეგიონებში, რაჭაში. ხე-ტყის მოჭრა რა შუაშია, 65 ჰექტარი ყინული მოწყდა, საიდან მოგაქვთ ეს ყველაფერი? ხომ არსებობს მართლა რაღაც, შუბლის ძარღვი და მორალი. ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა“,- განაცხადა მდინარაძემ.
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)