|
2023-09-05 12:39:28, 618 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი იმპიჩმენტზე - ივანიშვილის „სამეფო კარის თამაშები“ ჩვენთვის საინტერესო არ არის - მონაწილეობას არ მივიღებთ
იმპიჩმენტის საკითხი არ გვაინტერესებს და ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ. ივანიშვილის „სამეფო კარის თამაშები“ ჩვენთვის საინტერესო არ არის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, იმპიჩმენტის საკითხი ივანიშვილის რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. „სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არის მოგონილი ივანიშვილის და რუსული პარტიის. ვფიქრობთ, ორივე მხარე რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. ეს საკითხი არ აინტერესებს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, მათ აინტერესებთ შოვის ტრაგედიაზე პასუხი; რა ეშველებათ მევენახეებს, რომელთა მოსავალი დაისეტყვა; რა ეშველება თხილის ფასს; სოციალურ - ეკონომიკურ პრობლემებს და ამაზე პასუხის ნაცვლად, გვაჩეჩებენ თემას, რომელიც არ აინტერესებს დედამიწის ზურგზე არავის, გარდა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის ბანდ-ფორმირებისა. ეს საკითხი ჩვენ არ გვაინტერესებს, ეს არის ივანიშვილის რუსული თამაში, თითქოს ზურაბიშვილი როგორი კეთილი და კარგია. თუ ასეთია, ასე უყვარს ქვეყანა, ევროპულ მომავალზე ფიქრობს, მაშინ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს და სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს, ამას არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი არ გვაინტერესებს და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ. ბიძინა ივანიშვილის თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ და ცალსახად შემიძლია გითხრათ, ეს საკითხი არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. ბიძინა ივანიშვილის "სამეფო კარის თამაშები" არ არის ჩვენთვის საინტერესო თემა. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების თემას რაც შეეხება, ვალდებულიც კი არის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა იცავდეს და ამ ევროპული მომავლის შემაფერხებლად რომ არის ქცეული სააკაშვილის ტყვეობა, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის თავისუფლება. ის ამას არ აკეთებს და მონაწილეობას იღებს ივანიშვილის თამაშებში. ჩვენ არ გვაინტერესებს ივანიშვილის და კობახიძის დაგეგმილი თამაშები, რომელზეც შემდეგ მედია სივრცეში მიმდინარეობს საუბარი, ნაცვლად იმ თემებისა, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ",- განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)