04:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 17:26:19, 711 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს პროკურატურის ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო.

"როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა არაბთა გაერთიანებული საამიროების პროკურატურის წარმომადგენლებთან აქტიურად ითანამშრომლებს და მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანად და წარმატებით წარიმართოს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობის ყველა სფეროში მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი და ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics